ლევან იოსელიანი - პარლამენტში წარმოვადგენ წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელზეც გამიჭირდება საუბარი, რას ვიზიარებ და რას არ ვიზიარებ - უშეცდომო არავინ ვართ, ალბათ, ისიც უშვებდა შეცდომებს და მეც შეიძლება დავუშვა

ანგარიში ძალიან დიდია და გამიჭირდება საუბარი, რას ვიზიარებ და რას არ ვიზიარებ - უშეცდომო არავინ ვართ, ალბათ, ისიც უშვებდა შეცდომებს და მეც შეიძლება დავუშვა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში, რომელიც ნინო ლომჯარიას მომზადებულია, არაფერი შეუცვლია.

იოსელიანი აცხადებს, რომ უხერხულია ისაუბროს, რას იზიარებს და რას არა სახალხო დამცველის ანგარიშიდან.

„პარლამენტში წარმოვადგენ წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს და დაველოდები მის გარშემო კითხვებს. ანგარიშს რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ, როცა ამირჩიეს, მარტი იყო და დასრულებული იყო ანგარიშზე მუშაობა, მე მაშინ განვაცხადე, რომ არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი, არც ერთი ასო ამ ანგარიშში არ შემიცვლია. როგორც წინა სახალხო დამცველს ჰქონდა გააზრებული ამ ანგარიშის გამოგზავნა, ისეთი ფორმით არის გამოგზავნილი. ანგარიში ძალიან დიდია და გამიჭირდება საუბარი, რას ვიზიარებ და რას არ ვიზიარებ. ყოველ შემთხვევაში, მომავალ წელს, როცა მოვიტან ჩემს ანგარიშს, მერე გექნებათ საშუალება შეადაროთ ჩემი ანგარიში და საზოგადოება და თქვენც დაინახავთ, რას ვიზიარებ, რას არა. როცა ამირჩიეს იმ დღიდან განვაცხადე, რომ უხერხულია მე ვისაუბრო წინა სახალხო დამცველზე და ვისაუბრო, რას ვეთანხმებოდი, რას არ ვეთანხმებოდი. როცა აქ ვიყავი როგორც პოლიტიკოსი, მაშინ ამაზე ვსაუბრობდი, მაგრამ დღეს ვთვლი, უხერხული იქნება წინა სახალხო დამცველის საქმიანობაზე ვისაუბრო, ვთვლი, რომ უშეცდომო არავინ ვართ, ალბათ ისიც უშვებდა შეცდომებს და მეც შეიძლება დავუშვა, მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი,"- განაცხადა იოსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა