მიხეილ სააკაშვილი - 27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე - ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას

27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას! - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ ლეპტოპით არ გამოდის, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება.

„რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – „გამარჯვების პლატფორმის“ პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით.

რატომ ვერ შეძლებთ? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.

მე გავწირე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ მომენტში იტყვის თავის სიტყვას, ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადება არის საჭირო.

ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ”,- აცხადებს სააკაშვილი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის