კახა კალაძე - ჩვენი მსოფლმხედველობით ევროპელები ვართ - დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპულ მომავალს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიშის გამოქვეყნებას.

მისი თქმით, საქართველოში ვიზალიბერალიზაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გადაიდგა. თუმცა, ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც დაწყებული გვაქვს ბოლომდე მივიყვანოთ. ზოგადად, ევროინტეგრაციის გზა ბევრი კომპონენტისგან შედგება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპას, ევროპულ მომავალს. ზოგადად, ჩვენი მსოფლმხედველობით ევროპელები ვართ. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ