ნათია კუპრაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ყველაზე მეტად უნდათ, რომ მედიის ინსტიტუციას დააკლდეს ნდობა

ყველაზე მეტად უნდათ, რომ მედიის ინსტიტუციას დააკლდეს ნდობა და ძალიან კარგი საშუალებაა თქვა, მედია ქადაგებს სიძულვილს, ტერორიზმს, უხამსობას სჩადის, ეს საზოგადოებაზე კარგი მანიპულირების საშუალებაა. მგონია ეს ამისთვის გაკეთდა, რასაც აუცილებლად ველოდები წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე.

როგორც ნათია კუპრაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ეს არის საზოგადოებაზე მანიპულაცია.

„სხვათა შორის, საჩივარიც არ სჭირდება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია თუ ჩათვლის, რომ რაღაც არასწორია, ამაზე შეიძლება დავა დაიწყოს, მაუწყებელი შეიძლება სასამართლოში წავიდეს და რა ხდება ამ დროს, სამოქალაქო სექტორიდან იურისტები გვეუბნებიან, რომ არსებობს ასეთი ტერმინი „სლები“ რაც ნიშნავს იმას, რომ მაუწყებლებს და მედიებს გარკვეულ სამუშაოს აძლევენ ამ სახით, ტვირთავენ საქმიანობით და შენ ხარ მუდმივ დავაში და თავის მართლებაში, რომ რაღაც ცუდად არ გითქვამს, არ გიქადაგია სიძულვილი, არ ემხრობი ტერორიზმს, არაფერი უხამსი შენს ეთერში არ არის. ამით იმდენად ხარ დაკავებული, რომ მნიშვნელოვან საქმეს უკვე ვეღარ აკეთებ. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიხვდეს, რატომ არის ეს მანიპულირება მათზე, როდესაც ეუბნებიან, რომ შენი ინტერესებისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სასამართლოში არის გარკვეული დავები მედიის შინაარსთან დაკავშირებით და ყველა ამ დავას აწარმოებენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, პოლიტიკური ელიტები, ბიზნეს ელიტები. უბრალო ადამიანებს არ სჭირდებათ მედიის რეგულირება“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

კუპრაშვილი არ გამორიცხავს, რომ მედიის წინააღმდეგ ანტიკამპანია აგორდეს და ეს კანონი ამისთვისაც იქნება გამოყენებული.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ბევრი ისეთი მუხლია, რომლითაც შეიძლება დღესაც დაგვხურონ. ყველა მაუწყებელს უპოვიან ისეთ რამეს, რითაც შეიძლება მაუწყებლის გაჩერება. ეს ამისთვის არ სჭირდებათ. მე არ მივდივარ იმ კუთხით, რომ მაინც და მაინც, მაუწყებლობის გასაჩერებლად სჭირდებათ, შეიძლება ჯარიმები იყოს, მაგრამ არა მთლად ლიცენზიის და ავტორიზაციის წართმევა ალბათ, მაგრამ აუცილებლად იქნება ანტიკამპანია. ყველაზე მეტად უნდათ შეარყიონ ინსტიტუციები, რომ მედიის ინსტიტუციას დააკლდეს ნდობა და ძალიან კარგი საშუალებაა რომ თქვა, მედია ქადაგებს სიძულვილს, ტერორიზმს, უხამსობას სჩადის და საზოგადოებაზე კარგი მანიპულირების საშუალებაა. მგონია ეს ამისთვის გაკეთდა და ამას აუცილებლად ველოდები წინასაარჩევნო პერიოდში“,-განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა