ზურაბ ჩიკვილაძე - როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი, გოგი ჩიქოვანთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოვთქვამ

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, გოგი ჩიქოვანს მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ზურაბ ჩიკვილაძემ გოგი ჩიქოვანის დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმატებით ხელმძღვანელობდა. ზურაბ ჩიკვილაძე დარწმუნებულია, რომ გოგი ჩიქოვანი ახალ მოვალეობებსაც წარმატებით გაართმევს თავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი კომპეტენტური ადამიანი, როგორიც ბატონი გოგი ჩიქოვანია მუნიციპალურ ინსპექციას ზედმიწევნით კარგად უხელმძღვანელებს. როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი, მე მასთან თანამშრომლობისა და ყველაზე მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის მზადყოფნას გამოვთქვამ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გოგი ჩიქოვანის ამ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ, რომლის კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად