ვასო ურუშაძე - თბილისში საცობები ყოველდღიურ პრობლემად იქცა - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა

თბილისში გაუვალი საავტომობილო საცობები ყოველდღიურ პრობლემად იქცა - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ მარშალ გელოვანის გამზირზე, საცობებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ადგილზე შეკრებილები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის წევრები", რომლებსაც ხელში ეჭირათ სურათები წარწერით - "საცობებით სავსე ქალაქი"; "სატრანსპორტო კრახი"; "არა კალაძის საცობებს".

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, თბილისელების ინტერესები დაიცვას და ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებას მოითხოვს, რომელიც თბილისელების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

"თბილისში ყოველდღიურ პრობლემად იქცა გაუვალი საავტომობილო საცობები და ეს ყველაფერი გამოწვეულია არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა. მარშალ გელოვანის გამზირზე უნდა აშენებულიყო ორდონიანი ესტაკადა და დაკიდული ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავდა აღნიშნულ სატრანსპორტო კვანძს, კონკრეტულად, ვეფხვი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას, თუმცა როგორც სხვა პროექტები, ესეც შემოიდო თაროზე. 2017 წელს იყო კალაძის წინასაარჩევნო დაპირება, რაც სამჯერ გადავადდა. სამჯერ გადაიდო და ეს არის კახა კალაძის და "ქართულ ოცნების" კორუფციული ინტერესების შედეგი," - განაცხადა ურუშაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის