მინისტრი - თუ რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება ლიცენზიის გაუქმების საკითხი

თუ, რაჭაში, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება დაგეგმილია დაახლოებით 97 ათას ჰა ფართობ ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე, სამონადირეო ლიცენზიაა გაცემული, ლიცენზიის მფლობელი კი პირობებს არ ასრულებს.

„ჩვენ, გასულ წელს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გავეცით ლიცენზია. ეს ლიცენზია მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მათ შორის, 5 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა სახეობის აღდგენას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეგიონის განვითარებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მათი სოციალურ - ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულიყო. თუმცა ლიცენზიანტმა, დღემდე, იქ არანაირი ღონისძიება არ განახორციელა. ჩვენს დეპარტამენტს ამაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწერა შესაბამისი ოქმები. ეს არაერთხელ განვაცხადეთ. შემდგომში უკვე დავიწყეთ მუშაობა, დიდი ხანია ამაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, შევქმნათ შესაბამისი სტატუსის დაცული ტერიტორია, რომელიც მართვაში გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და თვითონ მოსახლეობა მიიღებს იმ სიკეთეებს, რომელიც ჩვენ დაცული ტერიტორიების შექმნის შემთხვევაში გვაქვს. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, როცა იღებენ კონკრეტულ ბენეფიტებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დაცული ტერიტორია ჩვენ შევქმენით რაჭაში, 50 ათას ჰა ფართობზე და იქ ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გვყავს დონორი. დონორის ინვესტირება მოიცავს როგორც ადმინისტრაციული კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მოსახლეობისთვის კონკრეტული საგრანტო პროექტების დაფინანსებას. განვითარდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. ეს ნიშნავს იქ ეკონომიკის განვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა. დღეს რა აჟიოტაჟსაც ვაკვირდებით, არის აბსოლუტურად ხელოვნური, სრულიად უადგილო. ექსპერტების ჩართულობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ამ ტერიტორიას და როგორ უნდა იყოს მართული. ჩვენ ვსაუბრობთ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობზე, დაახლოებით 97 ათასი ჰა ჰექტარზე ანუ სადაც ლიცენზიაა გაცემული, ამ ტერიტორიაზეა საუბარი. თუ, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა, დადგება [ლიცენზიის] გაუქმების საკითხი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა დააანონსა. უწყების ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხის შეტანას პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ. ამასთან, ინვესტორის მიმართ, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, უწყებამ, პირობების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმების პროცესი დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა