იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ დასავლეთის სახელით ათასნაირ სიგიჟეს სჩადის - თავს გვახვევენ აზრს: „აი, ევროპა გვიგზავნის დირექტივებს“, „ისინი გვჩაგრავენ“, „ჩვენ კარგი ხალხი ვართ“

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირთან არაფერ შუაშია, ნორმატიულ დონეზე, რომ მოდი, ბექაურმა და მურუსიძემ დაარეგულიროს ქართული მედიაო, არავის უთქვამს - „ქართული ოცნება“ დასავლეთის სახელით ათასნაირ სიგიჟეს სჩადის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის წინაშე კანონპროექტებს შაბლონურად წარადგენს, „თითქოს ევროპა გვთოვს რაღაც სისულელეებს“.

„ევროკავშირი არაფერ შუაშია. მმართველ გუნდში იძახიან, რომ ჩვენ ევროკავშირის წერილი გვაქვსო. ვუთხარით, მოგვიტანეთ ეს წერილი. რა თქმა უნდა, არ მოიტანეს ეს წერილი. წერილი რომ მოეტანათ, ყველაფერი დასრულდებოდა. არავის არაფერი მოუტანია. თუ ნახავთ „ქართული ოცნების“ შემოტანილ კანონებს, შაბლონურად აწერია „12 პუნქტი, ევროინტეგრაცია“ და კეთილშობილური სიტყვები. ეს ერთ-ერთი კანონი იყო, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემდეგ დაჩქარებულად, შესვენების გარეშე მიიღეს, თქვეს, რომ ამას ევროპელები გვთხოვენ, უნდოდათ სწრაფად დამთავრებულიყო დისკუსია,ზედმეტი კითხვები რომ არ დაგვესვა, თუმცა მაინც დაისვა კითხვები. მეორე დღეს არავის გახსენებია რეკომენდაციების და ამ წერილების წარმოდგენა. ეს კანონი იმისთვის იყო, რომ მედიაზე ზეწოლის ბერკეტი იყოს, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, კერძოდ, თუ რაიმე არ მოგეწონება ჯერ დააჯარიმო მინიმუმ 2500 ლარით, შემდეგ კი ყველა ასეთ შემთხვევაზე გაზარდო სანქცია და დახურო მედიასაშუალება. როგორ შეიძლება ამას გთხოვდნენ ევროპელები?!

ნორმატიულ დონეზე, რომ მოდი, ბექაურმა და მურუსიძემ დაარეგულიროს ქართული მედიაო, არავის უთქვამს. ჩვენ ვკითხეთ, რა გითხრეს {ევროპელებმა} საერთოდ, უბრალოდ გვაჩვენეთ, რა წერილებია. არავის არაფერი წარმოუდგენია. სინამდვილეში, არაფერ შუაშია ევროპა, „ქართულ ოცნებას“ ევროპის მოსაზრებები რომ აინტერესებდეს, ბორელს ასე არ გაესაუბრებოდნენ. სასამართლოშიც რაიმეს შეცვლაზე თავს არ იწუხებენ, რაღა მედიის შეზღუდვის პუნქტის შესრულება გახდა აუცილებელი, რომ ევროინტეგრაციას ხელი არ შეეშალოს, რაღა ტრანსპლანტაციის კანონის შემოღება გახდა აუცილებელი ამისთვის? ასევე, სხვადასხვა შემზღუდველი ნორმატიული აქტი, რომელიც პროფესიებს ზღუდავს. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის კანონებით ხდება ევროპის სახელის გატეხა - „აი, ევროპა გვიგზავნის დირექტივებს“, „ისინი გვჩაგრავენ“, „ჩვენ კარგი ხალხი ვართ“ აზრს გვახვევენ“.

ერთია ევროპისთვის სახელის გატეხა. ყველაფერი ცუდი ევროპის სახელით რომ შემოგაქვს. ტრანსპლანტაციის კანონით ადამიანებს ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენას რომ აუკრძალავ, ამას დააბრალებენ ევროპას, ევროპამ გვითხრა, ჩვენ კი არ გვინდოდაო.

ბოლო კანონები შაბლონურად შემოდის, თითქოს ევროპა გვთხოვს რაღაც სისულელეებს, ამას რომ ცუდი შედეგები მოჰყვება, ყველაფერი ევროპას უნდა დაჰბრალდეს. როგორც „ნაცები“ ყოველგვარ ბოროტებას ევროპის სახელით აკეთებდნენ სასამართლო იქნება, თუ მართლმსაჯულების სხვა ნაწილები, „ქართული ოცნებაც“ ასე იქცევა, ევროპის და დასავლეთის სახელით ათასნაირ სიგიჟეს ჩადის, რომელსაც თვითონ იყენებს, თვითონ სჭირდება ძალაუფლების გასამტკიცად“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, მან მის მიერ ნათქვამი განცხადებაც შეაფასა, სადაც მან მედია გააკრიტიკა. იაგო ხვიჩიას თქმით, მან მედიის პრობლემა წამოჭრა, რის შესახებაც „მედიამ ან არ იცოდა, ან ფეხებზე ეკიდა“.

„მე ამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ამის შემდეგ მიაქცია მედიამ ყურადღება აღნიშნულ საკითხს. მე რომ ეს ფრაზა არ მეთქვა, ვერავინ შეამჩნევდა. საზოგადოება, პრეზიდენტი საქმის კურსშია. არსებობს შანსი, რომ ამას ვეტო დაედოს. დისკუსიები დაიწყოს. თუ მართლაც ნორმალური ადამიანი ხარ, მე ამისთვის მადლობას ვიმსახურებ, მედიის პრობლემა წამოვჭერი, როდესაც მედიამ ან არ იცოდა, ან ფეხებზე ეკიდა“,- აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მედია გააკრიტიკა. კერძოდ, მან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განხილვისას აღნიშნა, რომ კანონით „მედიის თავისუფლება იზღუდება“. მან მედიის წარმომადგენლებს „იდიოტები“ უწოდა, და აღნიშნა ჟურნალისტებს პროფესია წაართვეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედია მომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა