დავით მათიკაშვილი - ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს და ამით მწარედ დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია

კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებთ, ეს იქნება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მარცხი და ქართული სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარშანდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც სტატუსი არ მიენიჭა ქვეყანას, ევროკავშირმა გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

„რადიკალური ოპოზიციის მიზნები არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება. მათი მიზანია ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა, რისთვისაც უნდა გამოიყენონ ის ფაქტი, რომ არ მოგვცენ სტატუსი. იმიტომ იყო, რომ წელიწადზე მეტია ყველა ნაბიჯს დგამენ, ევროპის დედაქალაქების მოვლის ჩათვლით, ანტიქართულ პროპაგანდას აწარმოებენ მთელს მსოფლიოში, რომ სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და არჩევნებამდე მოახდინონ არალეგალურად, არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლა.

რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედით ვუყურებთ მომავალს. გვჯერა, ევროკავშირი ამ კუთხით მეტ შეცდომას აღარ დაუშვებს - გეოპოლიტიკურ შეცდომას. სწორედ ასეთი იყო ერთი წლის წინ სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის. დღეს იქნება სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს და ამით მწარედ დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით