ნაძალადევში, მე-11 სკოლის მშენებლობის დაწყების მოთხოვნით, მშობლები აქციას მართავენ

ნაძალადევში, მე-11 სკოლის ტერიტორიაზე მშობლები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, სკოლის მშენებლობა მალე დაიწყოს.

ერთ-ერთი მშობლის, „ლელოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, დღევანდელი აქცია მშობლების იძულებითი ნაბიჯია, ვინაიდან ნაძალადევში სკოლების მიმართულებით, კოლაფსური მდგომარეობაა.

„წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მე-4 საჯარო, 113-ე საჯარო, მე-10 საჯარო, მე-11 საჯარო, მე-14 საჯარო სკოლებში. მე-11 საჯარო სკოლისთვის ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ეს არის შპს „ინსი”, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი ამა წლის 21 მარტს მოაწერა. ეს კომპანია ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა, აგური აგურზე არ დაუდია. ეს არის მშვიდობიანი, აპარტიული, პრევენციული და გამაფრთხილებელი აქცია, რომ ამ მშობლებს და მოსწავლეებს ყურადღება მიექცეთ“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფება ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის, „ინსი“-ს მთავარი ინჟინერი, ირაკლი ხმალაძე, რომელიც მშობლებს გაესაუბრა.

მისი თქმით, სკოლის პროექტი განხილვის ეტაპზეა, მშენებლობა, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2025 წლის ივლისში დამთავრდება.

„მარტის 23-ში ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის მოთხოვნა იყოს, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა დაპროექტებულიყო და აშენებულიყო 650 ბავშვზე სკოლა. ჩვენმა კომპანიამ ამ ტენდერში გაიმარჯვა. მარტიდან მოყოლებული პროექტირება მიმდინარეობს. ჩვენ ყველა ეტაპი, პროექტირების სამი ეტაპი გვქონდა, ჩვენს ვადებში ჩაბარებული გვაქვს პირნათლად. ახლა პროექტი უკვე განსახილველად არის შეტანილი. გამოვა თუ არა, მერიაში შევა უკვე მშენებლობის ნებართვის ასაღებად. ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ამ სკოლის მშენებლობა დაიწყება. 2025 წლის ივლისის ბოლოს სკოლა უნდა ჩაბარდეს. ტენდერის პირობები ასეთია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით - „მე მინდა ვისწავლო ჩემს მე-11 სკოლაში“, „ამიშენეთ მე-11 სკოლა!“, „აგვიშენეთ სკოლა, განათლება მომავლისთვისაა“ და ა.შ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს