კახა კალაძე - ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის - ზოგადად ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია.

„ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე - რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტად არის დასახელებული, კახა კალაძე პასუხობს, რომ „რადიკალური ოპოზიციის სახით, საქართველოში უამრავი აგენტი არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს“.

„ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას - მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, რომელიც დღეს პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა