კახა კალაძე - 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული და გაკეთებული, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ რჩება, რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. თუ ისევ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩარჩენილია იმ წარსულში და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, რატომ გაისტუმრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იქ, სადაც იმყოფებიან. დღეს, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს. გარწმუნებთ, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მიმართ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. ეს არის საშიში ძალა, რომელიც მზად არის სხვა ქვეყნის ინტერესების გამო გაწიროს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. ისინი იქნებიან იქ, სადაც იმსახურებენ და იმყოფებიან“,-აღნიშნა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა