ლევან დავითაშვილი - 9 თვეში აეროპორტებში 4,6 მილიონ მგზავრს  მოვემსახურეთ, ეს ნიშნავს, რომ თითქმის სრულად აღდგა თბილისში მგზავრთნაკადი, მნიშვნელოვანი ზრდაა ქუთაისში და სრული აღდგენა გვაქვს ასევე ბათუმის აეროპორტში

2023 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში 4,6 მილიონ მგზავრს მოვემსახურეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის სრულად აღდგა თბილისში მგზავრთნაკადი, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ქუთაისში და სრული აღდგენა გვაქვს ასევე ბათუმის აეროპორტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს 3,7 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ჰყავდა, რაც 2019 წელთან შედარებით 91%-იანი აღდგენაა. მინისტრის განმარტებით, ის, რომ ვერ ხდება სრული აღდგენა და უფრო მეტიც, 2019 წლის შედეგების გადაჭარბება, რეგიონში არსებული ვითარებით არის განპირობებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ყველაზე ინკლუზიურია და დადებითი ტენდენციები ტურიზმის სექტორში, მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. 5,6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, აქედან ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს, რომ გვყავდა 3,7 მილიონამდე საერთაშორისო ტურისტი, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებით, 91%-იანი აღდგენაა ტურიზმის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლებში ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაოდენობრივი აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ტურიზმიდან გვჭირდება კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ობიექტისთვის. ტენდენციები ნამდვილად დადებითია და ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკა ტურიზმისა კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებშიც. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტიც, ზრდა 2019 წელთან შედარებით, ეს არის რეგიონში შექმნილი ვითარება. მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენ ავიამგზავრების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტებში 4,6 მილიონი მგზავრი გვყავდა, ამდენ მგზავრს მოვემსახურეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის სრულად აღდგა თბილისში მგზავრთნაკადი, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ქუთაისში და სრული აღდგენა გვაქვს ასევე ბათუმის აეროპორტში. ანუ საავიაციო გზით ტურისტების მიღება არის მაჩვენებელი იმისა, რომ ეს არის უფრო მაღალი მხარჯველობითი უნარის მქონე ტურისტი, რომელსაც მეტი შედეგი მოაქვს ჩვენს ეკონომიკაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტურიზმის ტრადიციულ ბაზრებთან მიმართებით მომავალში მეტი იქნება სამუშაო, რადგან თუნდაც ის ეფექტი აღმოიფხვრას, რომელიც შეიძლება ისრაელის ომმა მგზავრთნაკადის თვალსაზრისით გამოიწვიოს. არატრადიციული ბაზრებიდან, დავითაშვილმა ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულებები გამოყო.

„მიდის ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სავიზო პროცედურები. იცით, რომ მოხდა ელექტრონული პლატფორმის ჩამოყალიბება, თუმცა ეს საკმარისი არ არის ინდოეთთან დაკავშირებით. ამიტომ უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი არსებობს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა შესაბამის სამსახურთან, რომ სავიზო პროცედურები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული პოტენციური ტურისტებისთვის ინდოეთიდან. იცით, რომ ჩვენ ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ ინდოეთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, ამიტომ ვიმუშავეთ „ინდიგოსთან’ და გაჩნდა პირდაპირი ფრენები ინდოეთთან. ინდოეთი და ჩინეთი ორი ძალიან საინტერესო ტურისტული მიმართულებაა და მომავალ წელსაც ბევრი ღონისძიება და აქტივობა გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ეს ბაზრები. ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ორივე ბაზარს ტურისტული კუთხით. ასევე ტრადიციულ ბაზრებზე მეტი აქტივობა მოგვიწევს, იმისთვის, რომ გავანეიტრალოთ ის ეფექტი, რომელიც, მაგალითად, ისრაელთან დაკავშირებით შეიძლება იყოს. ამ კუთხით, ტურიზმის ადმინისტრაციას საკმაოდ მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა აქვს მომავალი წლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სიამოვნებით გაგიზიარებენ ამას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა