გია ვოლსკი - თუ მოგვცეს სტატუსი, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია - სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის საკითხი 100-პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება

თუ მოგვცეს სტატუსი, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია - საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის თემა 100-პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გარდა ამისა, სტატუსს იმსახურებს საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებისგან არავინ არ უნდა გამოყოს.

„თუ მოგვცეს სტატუსი და ვფიქრობ, სწორედ ასე გადაწყდება, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც უკეთებია ხელისუფლებას და ამის გარდა, რასაკვირველია, საზოგადოებას ეკუთვნის - არასდროს არ უნდა გამოვყოთ საზოგადოება ხელისუფლებისგან, რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს.

არის გარკვეული საკითხები, საგანგებო მნიშვნელობის, ეს არის სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის თემა, ის, რაც 100-პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება და გარკვეულწილად მიმდინარეობს კიდევ მუშაობა მთელ რიგ საკითხებზე. შესრულდა რეკომენდაციები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოც დაკომპლექტდა და ბევრი თემაა, რომელიც ვთვლით, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული, მაგრამ არავინ თქვას, რომ საზოგადოებას გარკვეული ავტორიტეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ აქვს. რასაკვირველია, საზოგადოებაა მთავარი და მთავრობაც საზოგადოების ნაწილია, ჩვენ ერთნი ვართ. ამ ერთობის დარღვევაზე მიდის მუშაობა, რომ როგორმე არ მისცენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტატუსი, როგორმე ვითომ საზოგადოება სხვაა და ხელისუფლება სხვა. ესაა პირდაპირი მოწოდება, რომ სტატუსი არ მისცენ ქვეყანას და საზოგადოებას უთხრან, რომ მთავრობაა მიზეზი იმის, რომ სტატუსი არ გვეძლევა და საჭიროა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლება მოიცილოს. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მოწოდება, რომელიც არის მთავარი გეგმა. საერთოდ არ აინტერესებთ სტატუსი გვექნება თუ არა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო