ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის კომპანიის მიერ რაჭაში, სამონადირეო ლიცენზიის აღებული ვალდებულებები შესრულებული არ არის, ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტრო სამართლებრივ პროცესს იწყებს

სანადირო ლიცენზია ძირითადად უფრო პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს ითვალისწინებს ასეთი ინვესტორის მხრიდან, რაც არ არის მარტივი, დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ვალდებულებები არ არის შესრულებული რაჭის ტყის შემთხვევაში, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რითაც დავით ხიდაშელის კომპანიის მიერ მოპოვებული, რაჭის ტყეში სამონადირეო ლიცენზიის შესაძლო გაუქმების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ტყის გადაცემა და გასხვისება არ ხდება, არამედ საუბარია სამონადირეო ლიცენზიის გადაცემაზე ინვესტორისთვის. მან ამასთან განმარტა, რომ მთავრობა ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იღებს არა პოლიტიკურ მსაზღვრელებს, არამედ საკანონმდებლო ჩარჩოსა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს.

„არ არსებობს, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება რაჭის ლიცენზიასთან დაკავშირებულ საკითხს, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ტყის გადაცემა და ტყის გასხვისება არ ხდება, როცა საუბარია სანადირო ლიცენზიაზე. ეს, სამწუხაროდ, საზოგადოებას არასწორად მიეწოდება ხოლმე. სანადირო ლიცენზია ნიშნავს ნადირობის, როგორც ბუნებრივი რესურსის ლიცენზიას ანუ უფლების გადაცემას კონკრეტული ინვესტორისთვის კონკრეტული ვალდებულებებისა და პირობების შესასრულებლად, რომლებიც აუქციონის გზით ხდება ხოლმე. ასე რომ, არავის რაჭის ტყე არავისთვის არ მიუცია, არც მისცემდა და ამის ლეგალური საფუძველიც არ არსებობს, ქვეყანაში კანონმდებლობა ამას არც განსაზღვრავს და ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო სტანდარტული პროცესი, როდესაც საქართველოში სანადირო საქმის განვითარებისთვის ინვესტორს შეიძლება მიეცეს კონკრეტულ არეალზე სანადირო საქმის განვითარების უფლება. ის ძირითადად უფრო პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს ასეთი ინვესტორის მხრიდან, რაც არ არის მარტივი, დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ვალდებულებები არ არის შესრულებული, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, რაც ასევე ბუნებრივი პროცესია, ასეთი ბევრ სანადირო მეურნეობასთან ჰქონია გარემოს დაცვის სამინისტროს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება „რიყის დოქებთან“ დაკავშირებულ საინვესტიციო ვალდებულებებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკრეტული სანქციები ამოქმედდება.

„როგორც კი დადგება ვალდებულებები, აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ინვესტორი, ნებისმიერ შემთხვევაში მას მოეთხოვება იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც სახელმწიფოსთან აქვს და შესაბამისად ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, ჩვენ მოგვიწევს იმ სანქციების ამოქმედება და გამოყენება, რომლებიც გვაქვს. ჯერჯერობით ვადა არის, მოგეხსენებათ ეს ძალიან ღია პროცესი იყო“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა