გიორგი ვაშაძე - კეზერაშვილთან შეხვედრა არ მქონია, წერტილი - სააკაშვილთან შეთანხმებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, რაც არ უნდა იყეფონ, ჩვენ წინსვლას ვერავინ გააჩერებს

პარიზში, კეზერაშვილთან შეხვედრა არ მქონია, წერტილი,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა მისი და დავით კეზერაშვილის პარიზში შეხვედრის შესახებ.

ასევე, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რამდენიმე ადამიანის განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძემ ჩაანაცვლა, არაფრისგან აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა.

„რამდენიმე ადამიანს უნდა, რომ არაფრისგან შექმნას აჟიოტაჟი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ გამოუვათ. „სტრატეგია აღმაშენებელს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა. მომავალში კიდევ უფრო გავფართოვდებით, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. ლევან ხაბეიშვილთან ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. მინდა გავუცრუო იმედი ყველა მის მაკრიტიკებელს, ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ქმედების. მასთან შეთანხმებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად. ხომ იცით, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. რაც არ უნდა იყეფოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, ჩვენ წინსვლას ვერავინ ვერ გააჩერებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ამერიკაში და უკრაინაში კახა კალაძის რუსეთთან დაკავშირებული კორუფციული სქემების შესწავლა მიმდინარეობს.

„არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, უკრაინაშიც ძალიან სერიოზული შესწავლა მიდის კალაძის კორუფციული სქემების რუსეთთან მიმართებაში. თავის დროზე გაზის კონტრაქტი გაუფორმა მაგან რუსეთს. ის რუსეთის გავლენის ერთ-ერთი აგენტი გამოდის საქართველოში და მას კონკრეტული ფინანსური დაინტერესებები აქვს და ამიტომაა, რომ ტენდერებში თუ უტენდეროდ რუსულ კომპანიებს უფორმებს კონტრაქტებს. ეს სერიოზული დაინტერესების ობიექტი რომ არის რიგი ქვეყნების მხრიდან, ეს ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ. ნამდვილად ვამბობ, რომ ეს ასეა, სიღრმისეული შესწავლები მიდის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა