ბაჩო დოლიძე - ახლა დაიწყება ლევან ხაბეიშვილზე შეტევა, რომ იყოს ჩანაცვლებული - გამოიყენეს და აღარ უნდათ

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დაიწყება კამპანია, მასზე შეტევა, რომ ის იყოს ჩანაცვლებული, რადგან მან თავისი საქმე გააკეთა, თავისი ცუდი როლი შეასრულა ბინძურ თამაშში, შესაბამისად დიდი ტურბულენტობები იქნება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მასთან გვერდში მოიაზრებოდნენ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს რთული პერიოდი ელის არა მათ გამო, არამედ იმ ობიექტური რეალობის გამო, რომელიც დღეს პარტიაში დგას.

„მეთოდურად მიდის ყველაფერი - გიორგი ვაშაძე, ბორდი, ეს ყველაფერი კიდევ და კიდევ გაგრძელდება და ეს მიანიშნებს ერთ რამეს, რომ ლევანი არ აწყობთ, ლევანმა შეასრულა თავისი პარტია და შესაბამისად, ახლა მთელი იერიში ლევანზე იქნება მიტანილი. ადამიანურად ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი და ამ თვალსაზრისით პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან არასწორია ეს ყველაფერი რაც ხდება - გამოიყენეს და ახლა აღარ უნდათ, ეს ჩემზე კარგად ლევანმა იცის, ასე არ უნდა ექცეოდნენ ადამიანს. ასე რომ, არ მგონია, რომ ნომერ პირველი პრობლემა ვიყოთ ჩვენ ლევანისთვის. მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩემთვის ახლა აბსოლუტურად არასაინტერესო ამბავია ჩვენი პარტიიდან გარიცხვა-არ გარიცხვის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებები არა „ნაციონალური მოძრაობის“ შენობაში, არამედ სულ სხვა ქვეყანაში მიიღება, მაგრამ არ მგონია, რომ ესეც კარგად დასრულდეს.

ჩვენ რა გვინდა ამაზე გადაწყვეტილებას ჩვენ თავად მივიღებთ და არც ლევანს და არც კეზერაშვილს და არც მერაბიშვილს არ ვკითხავთ. ჩვენ გვყავს მთავარი მონაწილე ამ პროცესის, ჩვენი თანამოაზრეები და ის ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად არის, მათთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მათთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სხვა არავის დახმარება ამ პროცესში არ გვჭირდება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა