„ევროოპტიმისტები“ პარლამენტს ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები ფართოვდება

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები ფართოვდება.

როგორც დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განმარტა, კანონის მოქმედი რედაქციით, სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ როლს ასრულებენ - კერძოდ, როცა მათ სამინისტრო ასარჩევად დირექტორობის კანდიდატს წარუდგენს, არ არჩევის ან ვერ არჩევის შემთხვევაში, დირექტორი მინისტრის მიერ ინიშნება.

დეკანოიძის შეფასებით, ფაქტობრივად, თუ საბჭო სამინისტროსთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დირექტორის დამნიშნავ პირად მინისტრი გვევლინება, სამეურვეო საბჭოს ჩართულობას აზრს უკარგავს და პროცესს ფორმალურს ხდის.

პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებებით, თუ სამეურვეო საბჭო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ არც ერთი კანდიდატი არ აირჩევს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ კონკურსს ჩაატარებს. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა ახალი დირექტორის არჩევამდე გაგრძელდება.

სამინისტროს არ შეეძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.

გარდა ამისა, "ევროოპტიმისტები" საარჩევნო კოდექსში" ცვლილების ინიციატივით გამოდიან, რომლითაც სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლება შეეზღუდებათ.

"ეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებასა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნავენ "ევროოპტიმისტები".

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა