პაატა მანჯგალაძე - „ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ სტატუსი „სათაგურია“ და „ჩალის ფასი აქვს“, ეს ხალხი რა ნამუსით ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსი?! - სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“

„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ სტატუსი „სათაგურია“ და „ჩალის ფასი აქვს“. ეს ხალხი რა ნამუსით ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსი?! - სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, რომელიც უნისონშია რუსეთთან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანას გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ ახლა პარლამენტში 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა იხილებოდეს. დეპუტატი „ოცნებას“ სთავაზობს, ოპოზიციის მომზადებული პროექტები განიხილოს.

„ნაცვლად იმისა, დარჩენილი პერიოდი რეკომენდაციების შესრულებისთვის გამოვიყენოთ, „ქართული ოცნება“ გადასულია აღვირახსნილ პროპაგანდაზე, რომ დასავლეთი უსამართლოდ ექცევა ქვეყანას, თითქოს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას არ უნდა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვთავაზობთ ნაცვლად ამ პროპაგანდისტული განცხადებებისა, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად, ოპოზიციას ერთად გვაქვს ინიცირებული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული ცვლილებები, მზად ვართ მათთან ერთად განვიხილოთ ეს ინიციატივა, ასევე საარჩევნო რეფორმაზე 2 ინიციატივა გვაქვს ინიცირებული, თუ ვერ ასწრებს „ქართული ოცნება“, მზად ვართ ჩვენი ინიციატივები განვიხილოთ. ეს არის მთავარი საკითხები, რაც ახლა უნდა იხილებოდეს.

„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ვნახეთ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, რომ „ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს“, რომ „სათაგურია სტატუსი“, „თავისთვის დაიტოვონ“ და ა.შ. ეს ხალხი რა ნამუსით ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსი?! ოპოზიციაში ვერ იპოვით ვერც ერთ ლიდერს, რომელსაც სტატუსი არ უნდა. სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, რომელიც უნისონშია რუსეთთან,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ, ასევე, უპასუხა კითხვას „ალდეს“ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი და აღნიშნა, რომ ევროპაში არსებობენ სკეპტიკოსებიც და საჭიროა რეკომენდაციების შესრულება, რათა სკეპტიკოსებს არგუმენტი არ ჰქონდეთ.

„მარტო გეოპოლიტიკის და კარგი ხალხის იმედად რომ არ ვიყოთ, რეკომენდაციები შეასრულეთო - ეს თქვა „ალდემ“. „ქართული ოცნება“ არ უარყოფს, რომ არ აქვს რეკომენდაციები შესრულებული და „ალდეს“ რას ვერჩით?“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა