„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიულ განვითარების პროცესში USAID-ის როლზე და გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მისიაზე ვისაუბრეთ

დღეს შეხვედრა USAID-თან, USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილესთან, ალექსანდრე სოკოლოვსკისთან გავმართეთ. საქართველოს დემოკრატიულ განვითარების პროცესში USAID-ის როლზე და გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მისიაზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრა ასევე ატლანტიკურ საბჭოში ელჩ, დან ფლითთან გამართა, სადაც საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ში USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილესთან, ალექსანდრე სოკოლოვსკისთან შეხვედრა გამართა.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან, სადაც სხვადასხვა შეხვედრებს გამართავენ.

„დღეს შეხვედრა USAID-თან, USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილესთან, ალექსანდრე სოკოლოვსკისთან გავმართეთ. საქართველოს დემოკრატიულ განვითარების პროცესში USAID-ის როლზე და გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მისიაზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრის შემდეგ, ატლანტიკურ საბჭოში ელჩ, დან ფლითს შევხვდით და საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ასევე, დღევანდელ საფრთხეებზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოში არსებობს, მათ შორის, რუსული და ჩინური გავლენები საქართველოზე“,- განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა