თბილისის საკრებულოს წევრების ნაწილმა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ ჩიკვილაძემ, წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე ზურაბ ჩიკვილაძე დამსწრე საზოგადოებას როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ასევე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რანგში გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიამ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად ორგანიზება გაუწია კომისიის 15 სხდომის ჩატარებას, იქ განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი, რომლებზეც შესაბამისი ოქმები და დასკვნები მომზადდა.

ზურაბ ჩიკვილაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული 16 სხდომის მონაწილეა. აღნიშნულ სხდომებზე 663 განკარგულება და 115 დადგენილება მიიღეს.

ზურაბ ჩიკვილაძემ ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით განსაზღვრული დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ 37 პროგრამა-ქვეპროგრამაზე ისაუბრა.

„ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გამოყოფილია 29 950 600 ლარი, სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი შეადგენს 121 576 300 ლარს. ამავე მიმართულებით მოქმედებს 8, სოციალური დაცვის მიმართულებით 29 პროგრამა და ქვეპროგრამა“, - ნათქვამია ანგარიშში.

წარდგენისას საკრებულოს წევრმა აქცენტი მიმდინარე წლის მნიშვნელოვან გზავნილებზე გააკეთა.

დედაქალაქის მასშტაბით ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება 37 პროგრამა/ქვეპროგრამა. თბილისის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გატარებულმა სიახლეებმა ჩვენი თანამოქალაქეები და მათი ოჯახები მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლა. მათ შორის აღსანიშნავია „ენდოპროთეზირების“ ქვეპროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს დაემატა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს.

აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის მენჯ-ბარძაყის ან/და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებას. ასევე მნიშვნელოვანია „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები, მაღალტექნოლოგიური კვლევები თბილისის მაცხოვრებლებს სრულად, 100%-ით, დაუფინანსდებათ და „ღვიძლის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლიდან ამ ოპერაციის საჭიროების მქონე პირებისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება ასევე სრულად მოხდება.

აღსანიშნავია აგრეთვე 2023 წელს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამის დაფინანსების გაზრდა, რის შესაბამისადაც გაიზარდა პროგრამით მოსარგებლეების რაოდენობა, ვაუჩერით დაფინანსების თანხა და სერვისის მიმწოდებელი ცენტრების რიცხვი.

„მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულება, რომელიც ასევე პრიორიტეტულია, რამეთუ სოციალურად დაუცველ სეგმენტზე ზრუნვა და მათი გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით არაერთ პროგრამა/ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას, მათი ცხოვრების ხარისხის გაზრდას ემსახურება“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გამართულ არაერთ აქტივობაზე გააკეთა აქცენტი.

ზურაბ ჩიკვილაძემ მის, როგორც საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი წევრის, მიერ გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა. მათ შორის ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი 2022 წლიდან ახორციელებს და რომელიც მისამართზე მდებარე ავარიული შენობების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლების გარემონტებულ მდგომარეობაში მესაკუთრეთათვის უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე მშენებლობის დასრულებამდე მათთვის ბინის ქირის გადახდას გულისხმობს. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდება მ.თოიძის N50,N52,N54 მცხოვრები 31 მობინადრე.

„დღესვე, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად კომისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში საკრებულოს წევრებმა ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წარადგინეს.

მათ კომისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა