ლევან ჟორჟოლიანი - კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს ჩვენი სოლიდარობა და გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში დებატები გაიმართა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, რომელშიც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო უდასტურებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის თემა ეხებოდა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლს პასუხისმგებლობის დაკისრებაში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიით გამოწვეული ზიანის აღწერას.

„ვიდრე გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას ამ მხრივ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლის შესახებ, საქართველოს დელეგაციის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს ჩვენი სოლიდარობა და გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ განუზომელია ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის აღწერაში. ადგილობრივ ხელისუფლებებს ყველაზე კარგად ესმით ის საჭიროებები და გამოწვევები, რის წინაშეც მათი მოსახლეობა დგას. ადგილობრივი მმართველობის სპეციფიკა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სიახლოვე დიდად ეხმარება ცენტრალურ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას იმ ზიანისთვის, რაც აგრესიამ მოიტანა. ადგილობრივი ხელისუფლებები არიან ამ ინფორმაციის პირველი წყარო, ვინაიდან ისინი ყოველდღიურად მუშაობენ დაზარალებულ პირებთან და ოჯახებთან, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს მათ საჭიროებას სამართლიანობის აღდგენის უფრო ფართო ძალისხმევაში. რაც ყველაზე მთავარია, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების აღდგენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, რომ მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება. ამდენად, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ ამ უდიდეს ძალისხმევას, ამ გამოწვევებით სავსე კონტექსტში“, -განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანმა სესიის ფარგლებში ასევე მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს სამიტის შედეგების შესახებ დებატებში. შეგახსენებთ, რომ საკითხები, რომლებზეც ამ დებატებზე ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა, გაეროს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სექტემბრის მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი იყო უნიკალური შესაძლებლობა სტრატეგიად ვაქციოთ ურთიერთგადაჯაჭვული კრიზისების, კოვიდ-19-ის პანდემიის გახანგრძლივებული შედეგების და ურთიერთგადამკვეთი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხო სავარაუდო ქმედებები. მან სესიის მონაწილეებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი