ისრაელის ელჩი - გაეროს გენერალური მდივნის განცხადება არის სამარცხვინო - ეს არის იმის მცდელობა, რომ ტერორისტული თავდასხმები გამართლდეს

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება არის სამარცხვინო - არავინ ელოდა ასეთ განცხადებას, არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გაეროს გენერალური მდივანი თავდასხმას გაამართლებდა, - ასე შეაფასა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა.

როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, მსგავსი განცხადებები არის იმის მცდელობა, რომ ტერორისტული თავდასხმები გამართლდეს.

„ომის მიზანი, რომელშიც ვიბრძვით არის ძალიან მარტივი. 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო ომი და ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ ორგანიზაციას სახელად „ჰამასს“. ომის მიზანი დასაწყისიდანვე არ შეცვლილა - აუცლიებელია იმ საფრთხის განადგურება, რასაც „ჰამასი“ უქმნის ებრაელ ხალხს, უნდა დავიბრუნოთ ყველა გატაცებული ადამიანი და უნდა უზრუნველვყოთ რეგიონის უსაფრთხოება, იმ ტერიტორიის უსაფრთხოება, რომელიც ისრაელს ეკუთვნის.

შეიძლება მოვლენები ისე არ მიმდინარეობს, როგორც ბევრი ელოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვლით ომის სამიზნეს. „ჰამასმა“ 1000-ზე მეტი ადამიანი მოკლა, ყველამ ნახა ეს საშინელი სურათი უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში. ვერცერთ ენაზე აღვწერ რამდენად სადისტური და ბრუტალური იყო ამ თავდასხმების ბუნება და ხასიათი.

ჩვენ ვხედავთ სამარცხვინო განცხადებებს გაეროს მდივნისაგან. წლების განმავლობაში, როდესაც დღის წესრიგის მთავარი საკითხი სირია და „აისისი“ იყო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსაფრთხოების მდივანი, გაეროს ნებისმიერი ოფიციალური წარმომადგენელი იტყოდა ასეთ რამეს, რომ „აისისი“ არ შექმნილა ვაკუუმში და გაამართლებდა იმას, რასაც „აისისი“ უკეთებდა ხალხს. ეს ფაქტი არის იმის მცდელობა, რომ გამართლდეს ტერორისტული თავდასხმები.

„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია და ვერ ვიტყვით, რომ ის ცდილობს ხალხის დახმარებას, ეს ისეთივე სისულელე იქნება, როგორც იმის თქმა, რომ „აისისი“ ეხმარებოდა ხალხს. ამიტომ გაეროს გენერალური მდივნის განცხადება არის სამარცხვინო. არავინ ელოდა ასეთ განცხადებას, არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გაეროს გენერალური მდივანი გაამართლებდა თავდასხმას“,- განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ.

ცნობისათვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა.

„მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, - განაცხადა გუტერეშმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას