ჰადას მეიცადი - „აისისსა“ და „ჰამასს“ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს - ჩვენი მოლოდინი რუსეთის და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის, რომ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარონ

„აისისსა“ და „ჰამასს“ შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება; სწორედ ეს არის ჩვენი მოლოდინები რუსეთის მიმართ და დანარჩენი მსოფლიოს მიმართაც, რომ აღიარონ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად, - ამის შესახებ ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ ისრაელ-პალესტინის ომში რუსეთის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, რუსეთი იმედგაცრუებულია ებრაული საზოგადოებისგან და სწორედ ამით აიხსნება პალესტინური სახელმწიფოს მიმართ მათი მხარდაჭერა.

„რუსეთის მხარდაჭერა პალესტინური სახელმწიფოსათვის არის პოლიტიკური მოსაზრება, პოლიტიკური პოზიცია. ისინი იმედგაცრუებული არიან ებრაული საზოგადოებისაგან და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამას. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რუსეთი მაინც არ ცნობს „ჰამასს" იმად, რაც არის. რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და არა პოლიტიკური ერთეული. ეს არის ბრუტარული, ბარბაროსული ორგანიზაცია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფატრავს ორსულ ქალებს და კლავს ახალშობილ ჩვილებს, მარხავს ადამიანებს ცოცხლად. აუპატიურებს არასრულწლოვნებს, აკეთებს ძალიან ცუდ რაღაცებს. ამ ყველაფრის უკან, ამ ბოროტების უკან დგას „ჰამასი“ და სწორედ ამიტომ გვსურს, ყველამ აღიაროს „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად“, - განაცხადა ჰადას მეიცადიმ.

ელჩმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის დაწყებისთანავე ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას.

„ომის დასაწყისიდანვე ჩვენ დავგმეთ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. უარი ვთქვით რეფერენდუმების აღიარებაზე და იმ სხვადასხვა ინიციატივებზე, რომ მოეხდინა ამ ყველაფრის ლეგიტიმირება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გაგზავნა საკმაოდ მსხვილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისათვის. გავგზავნეთ ექიმები, რომ მათ ემსახურათ იმ საავადმყოფოებში, რომელიც ფუნქციონირებდა კონფლიქტის ზონაში. ვერ ვიტყვით, რომ ისრაელი არ დგას უკრაინის გვერდით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც, რომ არსებობს ებრაელთა დასახლებები რუსეთში და ასევე სხვა ასპექტებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ისრაელი დგას უკრაინის გვერდით“, - განაცხადა ჰადას მეიცადიმ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის