ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელებთან შეტაკების დროს, დრონით თავდასხმა განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინთან პალესტინელებთან შეტაკების დროს დრონით თავდასხმა განახორციელეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ჯენინში "შეიარაღებულ ტერორისტებთან" შეტაკების ფონზე ორი ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ისრაელი მიერ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკთან პატრულირების განხორციელებას მოჰყვა. ისრაელი აცხადებს, რომ პატრულირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოევიკებმა ისრაელის ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს და ბომბები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებიდან არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ამასთან, პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა