დავით მათიკაშვილი - ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ - ოპოზიციას სურს, ბინძურ წყალში, რომელსაც თავად მოაწყობს, თევზი დაიჭიროს

სამნიძემ ფაქტობრივად თქვა ის, რაზეც საკმაოდ დიდი ხანია საფუძვლიანი, მტკიცებულებებით გაჯერებული ტექსტებით საუბრობს ხელისუფლება, საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საუბრობს სრულიად საქართველო, რომ ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, დღეს კიდევ ჰყავს ყორღანაშვილები და ორჯონიკიძეები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

დავით მათიკაშვილის თქმით, ხათუნა სამნიძის მხრიდან ეს არის აღიარებითი ჩვენების ტოლფასი განცხადება. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, ოპოზიციას სურს „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, რასაც ვერ ეღირსებიან“.

„ძალიან მძიმე აღიარების გაკეთება მოუწია ქალბატონ სამნიძეს. მან აღიარა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით და ვამხელდით რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციას, საკუთარ სურვილებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის სწორედ ის მიზანი, რაც მათ აქვთ. ამით უნდათ, რომ სიტუაცია გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე მოახვიონ მცდარი განცდები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ისარგებლონ რევოლუციური მოტივებით და ამ მღვრიე და ბინძურ წყალში, რომელსაც თვითონ მოაწყობენ, დაიჭირონ თევზი, რასაც ვერ ეღირსებიან. სამნიძის აღიარება არის სრულყოფილი აღიარება, თუმცა ეს არ არის პირველი. ჩვენ მოვისმინეთ ცალკეული დეპუტატებისა და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სულ ახლახან, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ბინძურ, დესტრუქციულ, ინტერესებში არ შედის. ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და ეს არის პირდაპირი დასტური, რაზეც ჩვენ ხელისუფლება არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას. სამნიძე საუბრობდა ოპოზიციაზე, ჩვენ არაერთგზის დაგვისახელებია ის ადამიანები, ვინც ამ ბინძური საქმით არიან დაკავებულები. როგორც უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე მასთან აფილირებულ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, ვაშაძეები და ძმანი მისნი. ეს კარგად იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში