პაატა მანჯგალაძე - მიეცა ხელისუფლებას საქმე, არ ვიცი, ვის გულისხმობს ხათუნა სამნიძე, ჩვენ ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება - შავი კატა სხვაგან ეძებეთ!

მიეცა ხელისუფლებას საქმე, არ ვიცი, ვის გულისხმობს ხათუნა სამნიძე, ჩვენ ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება - შავი კატა სხვაგან ეძებეთ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს“.

მანჯგალაძემ ასევე „ბოლშევიკური პროპაგანდა“ უწოდა იმას, რომ „ევროპაში პარტნიორებმა თავად არ იციან და ოპოზიციისგან იგებენ, რამდენი რეკომენდაცია შეასრულა საქართველომ“.

„მიეცა საქმე ხელისუფლებას. მე არ ვიცი, ქალბატონი ხათუნა ვის გულისხმობს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ და ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი, რომ ავტოკრატია საბოლოოდ არ გაფორმდეს ქვეყანაში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა რჩება, ქვეყანას სჭირდება ევროპა. ჩვენი გზავნილი ეს არის. არანაირ უხერხულობას არ მიქნის [სამნიძის განცხადება]. ხათუნა სამნიძეს თუ აქვს ინფორმაცია, ადგება და მოყვება, ვინ ამბობს, მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. სხვაგან ეძებეთ ბნელ ოთახში შავი კატა, ჩემთან არ არის ეს კატა.

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ზემოქმედების მექანიზმები, რომ შესრულდეს 12- დან 9 შეუსრულებელი რეკომენდაცია. ასე გვითვლის ბორელი, რომელმაც საჯაროდ გვითხრა ერთი თვის წინ. ბოლშევიკურია პროპაგანდა, თითქოს ჩვენმა პარტნიორებმა არ იციან ეს და ვიღაც ჩადის და ის უყვება, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ყოველდღიურ კონტაქტზეა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, კარგად იციან, რა ხდება და ამას არ სჭირდება ბნელ დერეფნებში ვიღაცისთვის რაღაცის მოყოლა, ეს არის სისულელე და ბოლშევიკური პროპაგანდა.

ჩვენ გვაქვს დილემა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცენ, მერე როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და როგორ შევასრულოთ ხალხის დაკვეთა, რადგან სტატუსი ხალხის დაკვეთაა. ჩვენ გვაქვს დილემა, თუ არ მოგვცეს სტატუსი, როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე და შემდეგი ნაბიჯები რა იქნება - ოპოზიციის შიდა სამზარეულოს გიყვებით და „ქართულ ოცნებას“ სხვა დილემა აქვს - ვაი და, რომ მოგვცენ სტატუსი, მერე სად წავიდეთ, რუსები პასუხს მოგვთხოვენო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს