ანა ბუჩუკური - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, რასაც „ქართული ოცნება“ და სხვა ვერავინ მიიწერს - ეს პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა!

საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, რასაც „ქართული ოცნება“ და სხვა ვერავინ მიიწერს - ეს პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

ბუჩუკურმა ამ კონტექსტში დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის.

მისივე თქმით, საქართველო წლების განმავლობაში როგორც რეგიონში, ასევე „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა იყო.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც საქართველოს სტატუსს მისცემენ, გეოპოლიტიკური პროცესებია.

„ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, რასაც ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სხვა ვერ მიიწერს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე