დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი 1-ელ ნოემბრამდე უნდა შევიდეს და „ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტით 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა ვერ მოესწრება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტს გამოეხმაურა.

დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი 1-ელ ნოემბრამდე უნდა შევიდეს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტით 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა ვერ მოესწრება.

„პოლიტიკური განცხადებაა და კონკრეტული კანონპროექტი არ არის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირებული, თუმცა რადგან ითქვა დარეგისტრირდება. ზოგადად მივესალმები იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” როგორც იქნა გამოჩნდა უმაღლეს საბჭოში და რაც მთავარია, საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს არ ვიცნობ როგორც მათი პრესრელიზიდან არის ცნობილი ეს ემსახურება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, რაც ბუნებრივია კეთილშობილური ჩანაფიქრია და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ თუკი უმაღლესი საბჭო, გამოირჩევა ყველა იმ ორგანიზაციის შეფასებით ვინც გამჭვირვალობის ინდექსს ადგენს საქართველოში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მასში მიმდინარე პროცესები ღია და საჯაროა. აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ორგანოა, რომელიც შეუერთდა ღია მმართველობის ინიციატივას. აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი პირველ ნოემბრამდე უნდა შემოვიდეს, შესაბამისად, რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ეს კანონი რომ ჩავთვალოთ გამართულია ტექნიკურად - იურიდიულად და მივიღოთ ვერ მოესწრება 2024 წლის ბიუჯეტისათვის, გამართულიც რომ იყოს”, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ არეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ჩართულობით, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა მოხდება. როგორც მათ, უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ბიუჯეტი რეგიონის მთავარ გამოწვებს უნდა დაეყრდნოს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა