კახა კალაძე - ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა - როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო

ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა - როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ელენე ხოშტარია და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე პოლიტიკოსებისა და სხვა ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში ბულინგის შემცველ განცხადებებს აკეთებენ“.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პირების მხრიდან დაბულინგება წარმოუდგენელია.

„არ ვიცი, ზურა-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგოს, წარმოუდგენელია. ამით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიურად ისაუბრონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე, ნორმალურ, პატიოსან ადამიანებზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი და პირიქით - როდესაც ეს მდგომარეობა აქვთ და ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, საამაყო უნდა იყოს. ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს და ზურა-გირჩი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა, როგორ შეიძლება მათი მხრიდან დაბულინგდე, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს