ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მოლოდინში არ გავჩუმდები და არ დავმალავ სიმართლეს, რაც აუცილებელია გაჟღერდეს, რომ ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას - ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი

„ქართული ოცნების“ პროპაგანდის მოლოდინში არ გავჩუმდები და არ დავმალავ სიმართლეს, რაც აუცილებელია გაჟღერდეს, რომ ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უწყობს ხელს მისი განცხადებები, სადაც ის არ საუბრობს სახელებსა და გვარებზე, „ქართული ოცნების“ გზავნილების გაძლიერებას, რომ ოპოზიცია ხელს უშლის სტატუსის მიღებას.

სამნიძის თქმით, ის არ აპირებს იმ პირების დასახელებას, ვინც პარტნიორებს ეუბნება, რომ სტატუსის მიცემა საქართველოს გადაუვადონ.

„მე ვსაუბრობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე პოლიტიკური ფიგურის. ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი, ჩემი საქმე არ არის კონკრეტულად ადამიანების დასახელება, ვინც სხვა ტიპის გზავნილებს უზიარებს პარტნიორებს. ჩემი საქმეა ვისაუბრო და მივმართო ჩემს კოლეგებს, თავად იციან ვინ აკეთებს ამას, რომ ეს შევწყვიტოთ და გავაგრძელოთ ერთიანი გზავნილოთ პოზიციონირება. არ ვაპირებ სახელებსა და გვარებზე ვილაპარაკო“, - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა