ნიკოლოზ სამხარაძე - ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩის პირასაა - ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე.

,,ცხადია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტია გახლეჩის პირასაა. ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება არა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის სტატუსზე, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია გვეყოლება, ვისთანაც საგნობრივი დისკუსია იქნება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და არა იყოს ვიწრო უაზრო პოლიტიკური კინკლაობა და ერთმანეთის მანჯურიის აგენტების დაბრალება,” - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება