ირაკლი ფავლენიშვილი - მე პირადად კბილებით დამიცავს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა და მართლა შეურაცხყოფაა თითოეული ჩვენგანისთვის, როცა იმას გვაბრალებენ, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით

მე პირადად კბილებით დამიცვია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა და მართლა შეურაცხყოფაა თითოეული ჩვენგანისთვის, როცა იმას გვაბრალებენ, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან აფიქსირებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი აუცილებელია.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, საჯაროდაც და კულისებს მიღმაც ვაფიქსირებთ ერთადერთ პოზიციას, რომ გეოპოლიტიკურად აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მიღება. მაგრამ იქ ვერავის ვერ მოვატყუებთ ჩვენ, რომ შესრულდა 12 რეკომენდაცია. ყველაზე პოზიტიურად ვინც არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, ისინიც კი, ვარჰეიც კი აცხადებს, რომ ფიზიკურად არ შესრულებულა რეკომენდაციები. 3 პუნქტზე შეიძლება ითქვას, ისიც ქაღალდზე, რომ შესრულდა რეკომენდაციები, მაგრამ 9 პუნქტი არის შეუსრულებელი. სხვათა შორის არის ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც არიან ძალიან ნეგატიურად განწყობილი და იძახიან, რომ არა თუ ხელშეწყობა უნდა მოხდეს, პირიქით უნდა დაგვემუქრონ სხვადასხვა სიკეთეების შეზღუდვით, რომელიც ისედაც გაგვაჩნია და მე პირადად კბილებით დამიცვია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა და მართლა შეურაცხყოფაა თითოეული ჩვენგანისთვის, როცა იმას გვაბრალებენ, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით. „ქართული ოცნება“ ახდენს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ამ დროს მაშველი რგოლი, პიარულად და პროპაგანდისტულად გადმოაგდეს, რომ თუ მათი საბოტაჟი აღსრულდა და კანდიდატის სტატუსის გარეშე დავრჩით, მათ ჰქონდეთ დასაბრალებელი ოპოზიციაზე“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ხათუნა სამნიძე და ის ოპოზიციონერები, რომლებიც მას ეთანხმებიან, „ქართული ოცნებისთვის“ მაშველ რგოლს წარმოადგენენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის გამეორება. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ადამიანის მხრიდან, რომელიც არის ოპოზიციონერი. სხვათა შორის მას რამდენიმე ოპოზიციონერიც გამოეხმაურა, სულ სამნი არიან ასეთები. მაშველი რგოლია სამივე ადამიანი „ქართული ოცნებისთვის“. გამიზნულად არიან მაშველი რგოლები თუ უნებლიეთ არიან, ამას პრინციპული მნიშვნელობა არავისთვის არ აქვს იმიტომ, რომ ადამიანი რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის, აზრი ეკარგება ამას გამიზნულად აკეთებს თუ გაუმიზნავად აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა