ირაკლი ღარიბაშვილი - მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი ვართ კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის

გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი ვართ კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისი გზავნილი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას არის ის, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი არის კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, და მხარდამჭერი იმის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ჩემი გზავნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. სიტუაცია ძალიან რთული არის მთელს მსოფლიოში, მოგეხსენებათ უკრაინაში ომის გარდა სიტუაცია ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიანად მსოფლიოზე, ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები. მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან მალე ცნობილი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს