პრემიერი -  ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ამერიკის ახალ ელჩთან, დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას და ვფიქრობ, მანამდე რაც იყო ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც აშშ-ს და არც საქართველოს ინტერესებს

ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამერიკის ახალ ელჩთან თანამშრომლობას - მინდა მადლობა ვუთხრა მას ასეთი კარგი დასაწყისისთვის. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ელჩთან შეხვედრის შემდეგ მისი პირველი შთაბეჭდილება პოზიტიურია.

„ამერიკის ახალ ელჩთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ.

მანამდეც აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას. ვფიქრობ, რომ მანამდე, რაც იყო ის ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა, არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებს. მინდა გამოვთქვა დიდი იმედი და ოპტიმიზმი იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ბევრი სასარგებლო პროექტების განხორციელებას.

ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის, ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ურთიერთობებში თუ რამე ნეგატიური და უსიამოვნო ხდებოდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უსიამოვნო პრეცედენტი, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა, აღარ განმეორდეს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ თანამშრომლობას ამერიკის ახალ ელჩთან. მინდა მადლობა ვუთხრა მას ასეთი კარგი დასაწყისისთვის. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას.

ამერიკას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს. ამიტომ ურთიერთობებში თუ რამე ნეგატიური და უსიამოვნო ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა