ირაკლი ღარიბაშვილი - აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები

ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტები შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ხალხისა და ზოგადად, რეგიონისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით არსებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი მილსადენები უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით.

ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, რეგიონისთვის.

განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს, საქმიანობის დაწყების დღიდან მას მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი აქვს გამოყოფილი და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, 2 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა