პრემიერი - პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება - ეს არის მთელი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება, და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

ღარიბაშვილის თქმით, ეს არის მთელი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში.

“მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თან სხვა რეგიონალური და გლობალური პრობლემები და გამოწვევები არსებობს - მათ შორის საქართველოსთვის - პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ეს არის მთელი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში! ჩვენ უზრუნველვყავით ასევე ძლიერი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში, ორი წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტზე მეტი იყო 2021 და 2022 წლებში.

"ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს.

საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების შედეგები სამომავლოდაც უზრუნველყოფს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტების ინდექსებში დიდი მოწონებით სარგებლობს. მინდა რამდენიმე მათგანი ვახსენო: World Justice პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსის" მიხედვით, 2023 წელს საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; 2021 წლის „ღია ბიუჯეტის" კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგის თავში მოექცა საქართველო; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოს გადაუსწრო; Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო 2023 წლის მდგომარეობით ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ 25-ეულშია", - განაცხადა პრემიერმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის