თინა ხიდაშელი - სამნიძეს არავინ დაუსახელებია, კობახიძემ ჩათვალა, რომ ეს შეეძლო გამოეყენებინა მისი პარტიის შიშების პასუხად - კობახიძემ უცბად ის წყალი გადაღვარა, რომელიც, როგორც ამბობენ, ხათუნამ მათ წისქვილზე დაასხა

ხათუნა სამნიძეს არ დაუსახელებია არავინ, უბრალოდ როგორც ჩანს კობახიძემ ჩათვალა, რომ ეს განცხადება შეეძლო გამოეყენებინა მისი პარტიის პოლიტიკური შიშების პასუხად და არ გამკვირვებია, რომ მათ „ლელო“ დაასახელეს, რადგან ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ „ლელო“ არის სწორედ ის მიზიდულობის ცენტრი, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმ პოლიტიკური საარჩევნო ძალის ფორმირებისთვის, რომლისაც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" აღნიშნა, ის კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ხათუნა სამნიძე თავის განცხადებაში „ლელოს“ გულისხმობდა.

„დღეს იყო საუბარი, რომ თითქოს ხათუნა სამნიძემ ისეთი რაღაც თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი და „ქართული ოცნების“ საქმე გააკეთა - ეს არ არის ასე. სიმართლის თქმა, თუ ეს სიმართლეა და არის სიმართლე, რომელიც იცის ხათუნამ, არასდროს არ არის ცუდი, მაგრამ ამასობაში სწორედ ამ ჩამონათვალით, რომელიც ბატონმა კობახიძემ გვამცნო, სრულიად ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა, რომ აბსოლუტურ სისულელეს საუბრობს და უცბად ის წყალი გადაღვარა, რომელიც, როგორც ამბობენ, ხათუნამ მათ წისქვილზე დაასხა.

მე არ მგონია საქართველოში ვინმე არსებობდეს, მიუხედავად იმისა ხმას ვის აძლევენ და ვინ მოსწონთ, ვინც დაიჯერებს, რომ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც „ლელოა“, ანუ იმ ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, როგორიც „ლელოა“ დადის ბრიუსელში და იძახის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ საქართველოს. ეს ისეთი ტიპის სისულელე და იმ მასშტაბის ტყუილია, რომელზეც მარგარიტა სიმონიანის სახელმძღვანელოში რომ არის, რომ ისეთი დიდი ტყუილი უნდა უთხრა საზოგადოებას, შოკში ჩააგდონ და იფიქრონ - ასეთ ტყუილს ხომ არ იტყოდნენო, აი უფრო ამას ჰგავს.

სამნიძეს არ დაუსახელებია არავინ, უბრალოდ, როგორც ჩანს, კობახიძემ ჩათვალა, რომ ეს განცხადება შეეძლო გამოეყენებინა მისი პარტიის პოლიტიკური შიშების პასუხად და არ გამკვირვებია, რომ მათ „ლელო“ დაასახელეს, რადგან ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ დღეს, ამ წუთის მდგომარეობით, ცალკე აღებული „ლელო“ შეიძლება ელექტორალურად მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ „ლელო“ არის სწორედ ის მიზიდულობის ცენტრი, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმ პოლიტიკური საარჩევნო ძალის ფორმირებისთვის, რომლისაც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის შეფასებით, რომელიმე პარტია თუ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ სტატუსის მიღებას თავის თავზე გადაიფორმებს - ეს მხოლოდ ამ პარტიის სისუსტის ნიშანია.

„2023 წლის ოქტომბერში მე და თქვენ სტუდიაში თუ-ობით ფორმაში რომ ვლაპარაკობთ - საქართველო სტატუსს ნეტავ მიიღებს თუ არა, მაშინ როცა მოლდოვას უკვე მიღებული აქვს, ამ ფონზე ოპოზიციურ პარტიას რომ ეშინია, სტატუსის მიღებას „ქართული ოცნება“ თავის თავზე გადაიფორმებს და ამას საარჩევნო ყულაბაში აიღებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ პარტიის სისუსტის ნიშანია და მეტი არაფრის და ამიტომ არ მაინტერესებს ასეთი „ლუზერი“ პარტიის პოზიცია. ეს არის „ლუზერული“ პოზიცია, როდესაც საკუთარი უუნარობის გამო ქართველ ამომრჩეველს ვერ აჩვენებ როგორი მარცხის სინდრომის მატარებელია, ქვეყნისთვის მარცხის მომტანია და შემაფერხებელია „ქართული ოცნება“. ვგულისხმობ ყველა პარტიას, ვინც ფიქრობს, რომ სტატუსის მიღებას („ქართული ოცნება“ თავის თავზე გადაიფორმებს).

თუ დღემდე ვერ მოახერხა პოლიტიკურმა პარტიამ ამ ტიპის შიშის გადალახვა, რომ ამ აბსოლუტურად დამარცხებულ, დემოკრატიული სამყაროს გზიდან ამოგდებულ „ქართულ ოცნებასთან“ ამ ტიპის შიშები არ ჰქონდეს - არ მაინტერესებს ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ მას ოპოზიციური კოალიცია პროევროპული და დემოკრატიული ძალებით წარმოუდგენია.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე - კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე წარმოუდგენია თუ არა?! თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ გიორგი ვაშაძის პარტიის გარეშე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა