ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნის მიღებაზე ღონისძიების დელეგატებს უმასპინძლა

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნის მიღებაზე ღონისძიების დელეგატებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის გამოყოფილი დროისა და ძალისხმევის გამო და წარმატებული, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ლევან დავითაშვილმა ასევე მოკლედ ისაუბრა ფორუმის, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

„წელს ფორუმი მეოთხედ ტარდება კოვიდ-პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. წინა სამი ღონისძიების მნიშვნელოვანი გამოცდილების საფუძველზე, გვსურს, პოსტპანდემიური ღონისძიება უმაღლეს დონეზე განვაახლოთ და ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ასევე უფრო ფართოდ - რეგიონისთვის. სულ უფრო რთულად პროგნოზირებად სამყაროში, ჩვენ ვხედავთ სივრცეს პარტნიორობისა და საიმედო მეგობრობისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, 26 – 27 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმს" 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი დაესწრება 60-მდე ქვეყნიდან. მათმა უმრავლესობამ დღეს საღამოს თავი მოიყარა მიღების ოფიციალურ ცერემონიაზე, მათ შორის ევროპისა და აზიის ქვეყნების ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და გლობალური ბიზნეს-სექტორის ლიდერებმა. როგორც ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ჩაუღრმავდნენ მიმდინარე მოვლენებს და სამომავლო გეგმებს „შუა დერეფნის" გასწვრივ, სხვადასხვა სექტორებში, როგორებიცაა - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, კომუნიკაციები და ფინანსური ტექნოლოგიები.

„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს სწრაფი განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძვლების მშენებლობა. ეს ყველაფერი აისახა ბოლო ორი წლის ეკონომიკურ მიღწევებში - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით 2021 და 2022 წლებში, და რეგიონალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობაში. გარდა იმისა, რომ ისტორიულად აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია, საქართველომ გამოავლინა უნიკალური უნარი, მოერგოს მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს და განავითაროს ქვეყანა რეგიონულ ცენტრად, რაც ხელს უწყობს ევროპა-აზიის კავშირების გაძლიერებას და, ასევე, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მოქალაქეების კეთილდღეობას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ეფექტიანი საშუალება იქნება ახალი თანამშრომლობის და პარტნიორული კავშირების დასამყარებლად როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა