ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის

როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკაა.

„საერთოდ, ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ეს ოპოზიცია. როგორც ჩანს, მათ იციან, რომ მართლაც, რაღაც პოზიტიური დინამიკაა და რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინი არსებობს, თუმცა მე არ მინდა, კიდევ უფრო მეტი ვთქვა. წინასწარ თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვთ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს. უკაცრავად და, ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა. ხალხის დაკვეთა იყო, როცა ჩვენ და მე პირადად, მქონდა ის ბედნიერება, რომ ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოვაწერეთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას და ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რომელზეც ვერ იოცნებებდა, ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც ოპოზიცია და, ვერც ვერავინ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა ხელისუფლებამ. სტატუსს, როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს