გრიგოლ გეგელია - „ლელოს“ პოზიცია როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა არის - დიახ, საქართველოს ხალხმა უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს

„ლელოს“ პოზიცია როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა არის - დიახ, საქართველოს ხალხმა უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „ლელოს“ “ალდესთან“ ერთად მიღებული აქვს რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ “ალდე“ მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას.

„ჩემი პარტია „ლელო“ არის ერთ-ერთი მოწინავე პარტია, რომელიც იცავს, იცავდა და დაიცავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძე და „რუსული ოცნება“ ებრძოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ჩემი პარტია “ალდესთან“ ერთად იღებდა რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ “ალდე“ მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას.

"ალდეს" რეზოლუციაში, პირდაპირ წერია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა გეგელიამ.

კითხვაზე, გამორიცხავს ალბათობას, რომ პარტია „ლელოდან“ ვინმე ელაპარაკებოდა ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადებასთან დაკავშირებით, გეგელია პასუხობს, რომ „ლელომ“ ყველაფერი გააკეთა, იმისათვის, რომ სწორი შედეგი დამდგარიყო.

„აბსოლუტურად. მე ვარ საგარეო მდივანი. ჩემ გარეშე „ლელოს“ არცერთი საგარეო გასვლა არ არსებულა. „ლელოს“ პოზიცია როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა არის - დიახ, საქართველოს ხალხმა უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ხალხი ამას იმსახურებს.

„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელიც ამ შეთანხმებიდან გაიქცა. „ლელო“ არის ის ძალა, რომელმაც 12-პუნქტიან რეფორმაზე იმუშავა. ყველა მიმართულებით გვაქვს დადებითი მიმართულება.

მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, იმისათვის რომ სწორი შედეგი დამდგარიყო. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ“,- განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსი სასარგებლო არის მაშინ, როდესაც ხელისუფლება მას იყენებს მეტის მისაღწევად.

გეგელიას თქმით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ხალხის დამსახურება იქნება.

„მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არ არის საწინდარი, გარანტორი იმისა, რომ წინ წავიწევთ. თურქეთს 24 წელია სტატუსი აქვს, მაგრამ ამდენივე წელი გაყინულია. კანდიდატის სტატუსი სასარგებლოა მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამას იყენებს მეტის მისაღწევად.

ეს არის საერთო ისტორიული მომენტი. ვერავინ მიიწერს და არავინ არ უნდა მიიწეროს. „ქართული ოცნება“ შეეცდება თქვას, რომ კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებაა. არავისი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის. ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ორმაგად ხალხის დამსახურება იქნება“,- განაცხადა გეგელიამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა