ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება - პატივს ვცემთ სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესებს ეფუძნება

პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება.

„ჩვენ გადავედით საინტერესო ეტაპზე. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა გვყავს ორი ფინალისტი, უკვე კონკრეტული წინადადების განხილვის ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვიანი პროცედურაა, რომელსაც საერთაშორისო, წამყვან საკონსულტაციო ექსპერტულ კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ. პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა, როდესაც ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული, უპასუხისმგებლოდ, რამაც ათწლეულები შეზღუდა საქართველოს ამა თუ იმ ეკონომიკური დარგის კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად”, - განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ