ირაკლი ღარიბაშვილი - მჭიდროდ ვმუშაობთ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისთვის, რომ გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და გამოყენებული იქნეს ერთიანი სატარიფო პოლიტიკა

ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის“ გახსნით ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაბრკოლებების აღმოფხვრისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

„შუა დერეფანი“ საქართველოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება და როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა ჩვენ უკვე ვხვდებით ყველაზე საიმედო, ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები, გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და გამოყენებული იქნეს ერთიანი სატარიფო პოლიტიკა.

საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმდება. ასევე დსთ-ს ქვეყნებთანაც არსებობს შეთანხმება, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ ვვითარდებით როგორც რეგიონული ჰაბი. ეს შეთანხმებები ინვესტორებს აძლევს წვდომას უზარმაზარ ბაზრებზე. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო უბიძგებს ინვესტორებს, უფრო მეტად ისარგებლონ იმ ფაქტით, რომ ჩვენ წვდომა გვაქვს 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საგადასახადო განაკვეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველო გამხდარიყო საუკეთესო ადგილი მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საგადასახადო განაკვეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც საერთო განაკვეთი 9,9 %-ია. მსოფლიო ბანკის უახლესი ბიზნესკეთების სიმარტივის ანგარიშით გლობალურ დონეზე ბიზნესის კეთების მხრივ საქართველო მეშვიდე ქვეყანაა.

საქართველო ასევე ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს. მაგალითად, მოგების მოდელი გათავისუფლებულია კორპორაციული გადასახადისგან, კომპანიებისგან და ასევე არსებობს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც პროდუქტის წარმოება შეიძლება ისე, რომ გათავისუფლებულია გადასახადისგან. ეს ყველაფერი კი საქართველოს ხელს უწყობს, რომ მიმზიდველი გახდეს ბიზნესის კეტებისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე