პრემიერი - 2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმს“ - ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა

2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრებო, ძვირფასო მინისტრებო, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო. დიდი სიამოვნებაა მოგესალმოთ აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 წლის ღონისძიებაზე, რომელიც მართლაც გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა და რომელსაც ესწრებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე ვმასპინძლობთ თითქმის 2300 სტუმარს 63 ქვეყნიდან, მათ შორის არიან მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორები, ზედა რგოლის მენეჯერები, რომლებიც 250-მდე კომპანიას წარმოადგენენ. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა თქვენგანის მიმართ. მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით.

2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა. აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს. ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და ასევე გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. მართლაც უდავოა, რომ ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზასთან. მანამდე, ვიდრე ეს გზა დასავლეთს მიაღწევდა, ის გავიდა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფზე და ასევე ის აღწერილია ბერძენი ისტორიკოსების მიერ, როგორც სავაჭრო ქსელისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასტურდება არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორიც არის ჩინური ფაიფურის ნატეხები დმანისში და ასევე ჩინური მონეტა, რომელიც 1200 წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომელიც აღმოჩენილია მცხეთიჯვარში. პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მართლაც უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კავშირის ადგილის იყო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კავკასიის ძირითადი მარშრუტები. აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირების დამყარებას უფრო ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომლებიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ერთიანდება ამ ადგილას, რასაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს. 9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მე გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც 1 წელიწადში, 2015 წელს, ჩვენ პირველი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში და ამის შემდეგ, ჩვენ უკვე უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას და ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო