სანდრო რაქვიაშვილი - ევროკავშირის ელჩის განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მკაფიო არ იყო, მინდა, ორაზროვნება აღმოფხვრას

ევროკავშირის ელჩის განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მკაფიო არ იყო - შედეგით არის კმაყოფილი თუ ზოგადად ის მოსწონს, რომ პროცესი დაიწყო და დისკუსია გაიხსნა, ეს ორაზროვნება მინდა აღმოფხვრას, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეცდება, ევროპელი დიპლომატებისგან ამ კითხვებზე პასუხი მიიღოს.

„ვაპირებ კომუნიკაცია მქონდეს ევროპელ დიპლომატებთან, რადგან ეს ვერ გავიგე, რას ნიშნავს. ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, რადგან ერთია, რომ შეიძლება პროცესი იყო მუშაობის, მაგრამ შედეგით არის კმაყოფილი? მე სიტყვის თავისუფლებას ნებისმიერი დიპლომატის ან სხვა მთავრობის პოზიციაზე უფრო მაღლა ვაყენებ, რა თქმა, უნდა მაინტერესებს რას ამბობს ელჩი, მაგრამ არ ვაპირებ ჩემი პოზიციის ცვლილებას, რომ „კარგი, სიტყვის თავისუფლება შევზღუდოთ, რადგან დიპლომატმა ასე თქვა“. თვითონ განცხადება არ იყო მკაფიო, ერთია პროცესით იყო კმაყოფილი და მეორე შედეგით. შედეგი მისი ინიციატივა იყო, მან გვითხრა, რომ ასე უნდა გაკეთებულიყო და ამიტომ არის კმაყოფილი, თუ ზოგადად ის მოსწონს, რომ პროცესი დაიწყო და დისკუსია გაიხსნა. ეს ორაზროვნება მინდა აღმოიფხვრას და ვეცდები, ევროპელი დიპლომატებისგან პასუხი მივიღო”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა „წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა“.

ჰერჩინსკიმ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია, მათ შორის, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

მისივე თქმით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობა და ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის