ირაკლი კობახიძე - შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია - კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება

შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია - კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად, მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის რიტორიკას, კობახიძე ამბობს, რომ მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება და შესაბამისად, მათ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა უწევთ.

„საბოლოოდ, მათი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო, თუმცა ნახეს, რომ მოცემულობა სხვა მიმართულებით შეიცვალა - რეალურად მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათანმიმდევრულობა. მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება, შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრულობა“,- განაცხადა კობახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა