ალი ასადოვი - აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გემთსაშენის შესაძლებლობების გაფართოებაზე და ასევე გვინდა, რომ გავაფართოოთ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებებიც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალი ასადოვის თქმით, ყველა ეს ელემენტი კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყნების როლს, „რადგანაც ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს ასრულებენ კონტინენტებს შორის“.

„რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმნილი, რომლებიც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული მრავალმხრივი თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იქნას შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ამავდროულად, აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, მათ შორის, სამხრეთ გაზსადენის დერეფანი - ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია. სამხრეთის გაზსადენი და გაზის დერეფანი საშუალებას ქმნის, რომ აზერბაიჯანული გაზი მიწოდებული იქნას პირდაპირ ევროპაში.

გასული წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლისთვის, აზერბაიჯანი მიწოდებული გაზის მოცულობას გააორმაგებს. ამავდროულად, დღეს, ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გასულ წელს, ბუქარესტში, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის. ასევე, ბულგარეთმაც გამოხატა თავისი სურვილი, რომ ამ პროექტში გაწევრიანდეს და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ევროპაში. წარმატებას ვუსურვებ ამ ფორუმს და მჯერა, რომ დისკუსიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ფორუმზე იქნება მიღებული, წვრილს შეიტანს დიდი აბრეშუმის გზის კიდევ უფრო განვითარებაში და ასევე შექმნის პირობებს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გადაზიდვა, ასევე სხვა სფეროში.

მინდა მოგახსენოთ, რომ აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო კავშირი აქვს 4-დან 3 მეზობელთან. მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა საკითხი, მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44 -დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავის პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს. დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა, ეხება ყველა კომუნიკაციას. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისათვის, რომ ეს პოზიცია წარმოეჩინა. გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს, თუმცა მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუკი მეორე მხარეც მოისურვებს, შეგვიძლია წინ წავიდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია“, - განაცხადა აზერბაიჯანი პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე