მამუკა მდინარაძე - ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ - ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ დაძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან

ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული შთამბეჭდავი რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიიღოს.

„დიდია იმისი მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან.

ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია სტატუსი მივიღოთ. მთავარია გაბედონ პრეზიდენტიდან დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციურ რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“, და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაც იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით დეკემბერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის