„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ მუშაობა დაიწყო

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ მუშაობა დაიწყო. ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით შედგა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაფუძნებულია და მისი პატრონაჟით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნით პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა.

„2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. საქართველომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის ეს ჯერ კიდევ კარგად ჩანს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის 100 ათასობით ადამიანი. ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ფორუმის გახსნითი პანელის მთავარმა სპიკერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს როგორც ზოგადად აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ისე დღესდღეობით რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის აუცილებლობაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ წელს უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებაა - მასში 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. პანელურ სესიებში სპიკერები იქნებიან ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციების გარდა ფორუმზე ,ასევე, აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი გლობალური ბიზნეს-სექტორი.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 26-27 ოქტომბერს იმუშავებს და მის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე: „შუა დერეფნის“ მზარდი როლი; სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება; ფინანსური სექტორი; კავშირგაბმულობა; ენერგეტიკა; ტურიზმი; ტექნოლოგიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართული სესიებს მოდერატორობას გაუწევენ BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-ს და სხვა წამყვანი ჟურნალისტები. ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე