ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლებს

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სოციალური საწარმოების B2B გამოფენას 27 ოქტომბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უმასპინძლებს. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

„სოციალური საწარმოები B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში გაეცნონ; გავლენის გმირების ისტორიები პირველად მოისმინონ, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოებს საზოგადოებისთვის ცნობილი პირები წარადგენენ, რომლებიც ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას მხარს უჭერენ.

B2B გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში წარმოადგინონ და მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან დაამყარონ; გაიცნონ და გააღრმაონ პარტნიორობა ერთმანეთთან;

ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა, 50-ამდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას გაეცნოს, პირისპირ შეხვედრები გამართოს და ან განავითაროს პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკა დანერგოს. ასევე, სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში მდგრადი დადებითი გავლენა შექმნას.

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ:

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. გამართული ღონისძიებების შედეგად, გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-ამდე ბიზნესკომპანიასთან 300-ამდე B2B შეხვედრა გამართეს, გაფორმდა 200'000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო.

2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია „თიბისი ბიზნესისთვის“; გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია "სოკარი" და "ალგი აუდიტი";

B2B გამოფენის ფარგლებში, სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.

ღონისძიების მედია პარტნიორები: „ბიზნესპარტნიორი“, BMG, „ფორმულა“, „პალიტრანიუსი“, რადიო „ჰოლდინგი ფორტუნა“, რადიო „იმედი“, რადიო „კომერსანტი“, BPN და Business Insider Georgia.

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა